loader

ფეხბურთის სათამაშოდ გამოსული 11 პირი დაჯარიმდა: ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთის სათამაშოდ გამოსული 11 პირი დაჯარიმდა: ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე.