loader

პატრულმა მოხუცს, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, ცხელი ჩაი და საკვები მიუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრულმა მოხუცს, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, ცხელი ჩაი და საკვები მიუტანა

საპატრულო პოლიცია თბილისის ქუჩებში ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით პატრულირებს.
ეს ვიდეო "პალიტრავიდეოს" მაყურებელმა მოაწოდა. როგორც მან განმარტა, კადრი გადაღებულია გუშინ, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე, "თი-ბი-სი" ბანკის ერთ-ერთ ფილიალთან. მოხუცი მამაკაცი, რომელიც მოწყალებას ქუჩაში ითხოვს, შენობის შესასვლელში იჯდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ის შენიშნა, შემდეგ კი ერთ-ერთმა პატრულ-ინსპექტორმა მას ცხელი ჩაი და საკვები მიუტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული და მათ შორის საპატრულო პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყანაში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.