loader

დეზინფორმაცია, რომელსაც "პუტინის მედია" კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებს - მთავარი სამიზნე რუსულენოვანი აუდიტორიაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეზინფორმაცია, რომელსაც "პუტინის მედია" კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებს - მთავარი სამიზნე რუსულენოვანი აუდიტორიაა

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ანგარიშს "დეზინფორმაციული კამპანიის" შესახებ, რომელიც კორონავირუსის ირგვლივ არსებული ფეიკ-ნიუსების წინააღმდეგაა მიმართული, ევროპულ მედიაში რეზონანსი მოჰყვა.

ანგარიში არ არის საჯარო, მაგრამ ევროკომისიის პრესსამსახურმა დაადასტურა "დეზინფორმაციის ზრდა გარედან, კერძოდ, რუსეთიდან".

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრესსამსახურის წარმომადგენლის, პიტერ სტანოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, აქტიურად ხდება დეზინფორმაციების გავრცელება. წყაროების უმეტესობა მდებარეობს რუსეთში ან დაკავშირებულია კრემლის მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ანგარიშს რუსოფობიური უწოდა.