loader

როგორ ექცევა ისრაელი "ულტრა-ორთოდოქსებს", რომლებიც Covid 19-თან საბრძოლველად, სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს არ ემორჩილებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ექცევა ისრაელი "ულტრა-ორთოდოქსებს", რომლებიც Covid 19-თან საბრძოლველად, სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს არ ემორჩილებიან

ისრაელში კოვიდ-19-ის გავრცელება ორთოდოქსულ დასახლებებში ყველაზე სწრაფად ხდება. განსაკუთრებით, თელ-ავივთან მდებარე ქალაქ ბნეი-ბრაკში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის პარლამენტმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და სხვა ოფიციალურმა უწყებებმა აკრძალეს მასობრივი შეკრებები და დახურეს სინაგოგები, ულტრა-ორთოდოქსი ებრაელები მაინც აგრძელებდნენ შეკრებებს და ლოცვას. ისინი უფრო რაბინის სიტყვით ხელმძღვანელობენ, ვიდრე სახელმწიფოსი, თავიდან რაბინები კი შეკრებებისა და ლოცვისკენ მოუწოდებდნენ. გავლენიანი რაბინი ჰაიმ კანიევსკი თავდაპირველად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სინაგოგების და სასწავლო სემინარიების დახურვას, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი იკრიბებოდა - "თორა დაგვიცავს და გადაგვარჩენს", - ამბობდა რაბინი კანიევსკი.
მხოლოდ ვირუსის მასშტაბური გავრცელების შემდეგ მოუწოდა მათ, შეკრებებისგან თავი აერიდებინათ და მარტოობაში ელოცათ.

რედაქცია: საიტზე არ გამოქვყნდება კომენტარები, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს სიძულვილის ენას და ჰქონდეს ქსენოფობიური შინაარსი ან შეურაცხყოფდეს რომელიმე აღმსარებლობას