loader

ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერი გახდა: რა პოსტი მიუძღვნა ინგა გრიგოლიამ კოლეგას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერი გახდა: რა პოსტი მიუძღვნა ინგა გრიგოლიამ კოლეგას

"მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" მთავარ პროდიუსერად დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ავრცელებს.

"მისი მოსვლა "ტვ პირველისთვის" უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია.

არხის მთავარ პროდიუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და ზესაინტერესო იყო ხოლმე და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება უკვე ახალი შემართებით" - წერს გრიგოლია.