loader

"ბევრად მეტი ავტორიტეტი შემრჩა, ვიდრე თქვენ ყველას ერთად აღებულს, საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ "ნახალოვკის" ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე" - სააკაშვილი მმართველ გუნდზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრად მეტი ავტორიტეტი შემრჩა, ვიდრე თქვენ ყველას ერთად აღებულს, საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ "ნახალოვკის" ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე" - სააკაშვილი მმართველ გუნდზე

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩემი შეთავაზებისგან არაფერი არ გამოვა, ეს ყველაფერი ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი ლარი მისცეს ხალხს. არანაირი 3 მილიარდი ლარი არ არსებობს, ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს, მაგრამ მათ ფიზიკურად არ აქვთ ეს ფული, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ინიციატივაზე ფინანსთა მინისტრისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლებაში იყო 5 მილიარდი დოლარი, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში დიდი კრიზისი იყო, მაინც წამოიღეს და საქართველოს ეკონომიკა 2008-09 წლებში რეალურად გადაარჩინეს.