loader

ნავთობის ფასი უარყოფით ნიშნულამდე დაეცა, ბარელის ღირებულებამ მინუს 40 დოლარი შეადგინა - რამ გამოიწვია "შავი ორშაბათი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნავთობის ფასი უარყოფით ნიშნულამდე დაეცა, ბარელის ღირებულებამ მინუს 40 დოლარი შეადგინა - რამ გამოიწვია "შავი ორშაბათი"

გუშინ ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასი უარყოფით ნიშნულამდე დაეცა და ბარელის ღირებულებამ მინუს 40 დოლარი შეადგინა. დღეს კი ფასი დადებით ნიშნულს დაუბრუნდა. მაგრამ ის, რაც ორშაბათს მოხდა, რომელსაც უკვე "შავი ორშაბათი" შეარქვეს, 1983 წლის შემდეგ, როდესაც ნავთობის ფიუჩერსებით დაიწყო ბირჟაზე ვაჭრობა, არ მომხდარა.

ეს იყო ე.წ. მაისის ფიუჩერსები - ეს ფინანსური საბირჟო ოპერაციებია ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი ნავთობით, რა დროსაც წინასწარ გაწერილი წესებით, ნავთობის ყიდვა-გაყიდვა და მიწოდების თარიღების გაწერა ხდება. ფიუჩერსული კონტრაქტის დადება, როგორც წესი, მიზნად არ ისახავს საქონლის რეალურ მიწოდებას.