loader

რა ნომერზე უნდა დარეკონ მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ნომერზე უნდა დარეკონ მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, გუშინდელი დღე-ღამის განმავლობაში სახელმწიფო სამთავრობო ცხელი ხაზის ნომერზე (144) შევიდა 260 000-ზე მეტი ზარი, რამაც ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული შეფერხებები გამოიწვია.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციების ამოქმედების პირველ ორ დღეს განსაკუთრებულად მაღალი აქტივობაა, მაგრამ მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას შეზღუდვებსა და იმ გამონაკლისებზე, რომლებითაც მათ შეიძლება ისარგებლონ", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.