loader

პრემიერმა დააზუსტა, როდიდან ჩაერიცხებათ დახმარება სამსახურის გარეშე დარჩენილ პირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერმა დააზუსტა, როდიდან ჩაერიცხებათ დახმარება სამსახურის გარეშე დარჩენილ პირებს

საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ-ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგა და ოფიციალურად იყო რეგისტრირებული დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.