loader

მიიღებენ თუ არა ტაქსის მძღოლები თვითდასაქმებულების დახმარებას? - კახა კალაძის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიიღებენ თუ არა ტაქსის მძღოლები თვითდასაქმებულების დახმარებას? - კახა კალაძის განცხადება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლები, რომლებსაც "ა" და "ბე" კატეგორია აქვთ მინიჭებული, წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ. "დახმარებებთან დაკავშირებით მინდა, ერთი სიახლე გავაჟღერო. ეს განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს ეხებათ.

"ა" და "ბე" კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განმავლობაში. თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა დამადასტურებელი ცნობები უნდა წარმოადგინონ, ეს ძალიან მარტივია, რაზეც ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გავუგზავნით სმს შეტყობინებას და ექნებათ სრული ინფორმაცია", - განაცხადა კალაძემ.