loader

წავები მტკვარში - რა უნდა ვიცოდეთ უვნებელი ძუძუმწოვრების შესახებ, რომლებიც წითელ ნუსხაში არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წავები მტკვარში - რა უნდა ვიცოდეთ უვნებელი ძუძუმწოვრების შესახებ, რომლებიც წითელ ნუსხაში არიან

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" მომხმარებლების ყურადღება ბორჯომში გადაღებულმა ვიდეომ მიიპყრო, რომელშიც მდინარე მტკვარში მოფუსფუსე წავები ჩანდნენ.

ბევრისთვის მათი მტკვარში გამოჩენა საკმაოდ უჩვეულო იყო, ზოგიერთმა "ფეისბუქმომხმარებელმა" კი წავების არსებობის შესახებ არც კი იცოდა. სხვები იმაზეც საუბრობენ, რომ ეს ცოვიდ-19-ით გამოწვეულ ეკოლოგიურ ცვლილებებს უკავშირდება.

წავი მტაცებელ ძუძუმწოვარ კვერნისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და მას ცურვისა და ყვინთვის შესანიშნავი უნარი აქვს. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, მისი გავრცელების ზონა საკმაოდ დიდია. თუმცა საქართველოში ის წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც - გადაშენების პირას მყოფი სახეობა.

წავებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, დავით თარხნიშვილს მივმართეთ. თარხნიშვილი განმარტავს, რომ მტკვარი, ალაზნისა და რიონის მსგავსად, წავებისთვის საკმაოდ ჩვეული გარემოა.