loader

დეზობარიერი, სოციალური დისტანცია, ბახილები და სიცხის გაზომვა - თბილისში სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები უჩვეულო სახით დაბრუნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეზობარიერი, სოციალური დისტანცია, ბახილები და სიცხის გაზომვა - თბილისში სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები უჩვეულო სახით დაბრუნდნენ

დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება 14 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

ამასთან, სილამაზის სალონებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს მუშაობა სპეციალური რეკომენდაციების და გაიდლაინების გათვალისწინებით მოუწევთ.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. ამავე რეკომენდაციების თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს. ასევე, თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო, თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება (მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.