loader

"ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, ჩვენ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით" - გიორგი გახარიას გამოსვლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, ჩვენ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით" - გიორგი გახარიას გამოსვლა

თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავდა და მათი სახელები მუდამ უნდა გვახსოვდეს.