loader

ვენტილაცია, სტიკერები, გადამზადებული კონტროლიორები, თანხის უკონტაქტო გადახდა - სპეციალისტები განმარტავენ, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ტრანსპორტი ინფექციის წყაროდ არ იქცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენტილაცია, სტიკერები, გადამზადებული კონტროლიორები, თანხის უკონტაქტო გადახდა - სპეციალისტები განმარტავენ, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ტრანსპორტი ინფექციის წყაროდ არ იქცეს

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 31 მარტს აიკრძალა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს დასრულდა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება.

სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, უნდა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს მთავრობა სატრანსპორტო მიმართულებით.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა და საზოგადოებისთვის მიწოდება ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება.


ავტორი: ეკა აბაშიძე