loader

ქართული მელოდიები ქალაქ ჰააგას ყველაზე მაღალი სამრეკლოს ზარებმა შეასრულეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული მელოდიები ქალაქ ჰააგას ყველაზე მაღალი სამრეკლოს ზარებმა შეასრულეს

26 მაისს, ჰააგის მთავარ სამრეკლოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს ჰიმნი და ქართული მელოდიები აჟღერდა. ნიდერლანდების სამეფოში არსებული ფონდი World of Diaspora ყველა ქართველს, ემიგრანტსა და ნებისმიერ სხვა ეროვნების ადამიანს, ვისაც საქართველოს წარმატება უხარია ულოცავს ყველაზე ძვირფას მონაპოვარს კაცობრიობის ისტორიაში - დამოუკიდებლობის დღეს!

დაე, ჩვენი საქართველო გაერთიანებულ-გამთლიანებული და გაბრწყინებულ-გაძლიერებული ყოფილიყოს. პირველ რიგში ჩვენ - ქართველებმა უნდა დავდოთ თითო აგური მაინც ჩვენი დედა სამშობლოს საკეთილდღეოდ...

ჩვენი ქვეყნის პატივსაცემად „St. Jacobs“-ის (წმინდა იაკობის) სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან საქართველოს ჰიმნი, კომპოზიტორ გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და მელოდია ფილმიდან „შერეკილები“ ზარების რეკვით აჟღერდა.
ასევე, ნიდერლანდების სამეფოს სხვადასხვა ქალაქში ზარებმა დაუკრეს ყველა დროის პოპულარული ქართული მუსიკალური მელოდიები - რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“. ქართული ჰანგების მოსმენა ნიდერლანდების მაცხოვრებლებს 25 მაისს, 12:00 საათიდან შეეძლოთ.