loader

"არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია... მის მერე ერთი წელი გავიდა" - რა უცნაური მოვლენის შესახებ წერს თიკა მახალდიანის მეუღლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია... მის მერე ერთი წელი გავიდა" - რა უცნაური მოვლენის შესახებ წერს თიკა მახალდიანის მეუღლე

თიკა მახალდიანის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს: "არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია, რასაც ხედავთ, ერთი წლის უკან ვაკურთხებინე სახლი. მეც ვესწრებოდი. მამაომ ეს სტიკერები, რომელზეც ჯვარია გამოსახული, თავის ხელით მიაკრა ყველა ოთახში და შესასვლელ კარზეც, აპკურა ნაკურთხი წყალი და წაუსვა ზეთი. მის მერე ერთი წელი გავიდა. ყველგან გაშრა წყალიც და ზეთიც და ყოველ სახლში დაბრუნების დროს, კარებს რომ ვაღებ, სულ ვუყურებ ამ სტიკერს. ახლა ამ წუთში სახლში მოვედი და აი, ამას შევესწარი - მეთქი, თიკამ წაუსვა რაღაც. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ წაუსვია და თავისით გამოისახა ჯვარიც და ეს ზეთი თავისით წამოვიდა. ხელით შევეხე ერთ წვეთს და ჩვეულებრივი ახალი ზეთია. დაილოცის ამის განგება, უფალო, დაგვიფარე და შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილი".