loader

როგორ აშუქებენ რუსული სახელმწიფო არხები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აშუქებენ რუსული სახელმწიფო არხები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს

რუსული სახელმწიფო არხებისგან მოვლენების ცალმხრივად გაშუქება აქსიომად იქცა. შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მომზადებული უამრავი სიუჟეტი; ასევე, თავისთავად გაგვახსენდება კორონავირუსთან დაკავშირებული გადაცემები, რომლებშიც ისე იყო რუსეთი წარმოჩენილი, თითქოს ის უდიდეს დახმარებას უწევდეს ევროპას.

გასულ კვირა დღეს რუსეთის სახელმწიფო არხებმა დიდი დრო დაუთმეს შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.

ამერიკაში მიმდინარე არეულობებზე საუბრისას ROSSIA-1, PERVII KANAL და NTV არ ერიდებოდნენ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიცაა "ანარქია" და " რევოლუციაც" კი.