loader

"საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

"საპარტნიორო ფონდი", COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას განაგრძობს. ამჯერად ფონდმა ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე გადასცა. 

სამედიცინო პირბადეები ცენტრს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური მხარის წარმომადგენლებთან და იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გადასცა.