loader

ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები ფაქტს სწავლობენ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა.