loader

იმ ქალაქის მერი, სადაც ჯორჯ ფლოიდი მოკლეს, მისი ცხედრის წინ მუხლზე დადგა და ატირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმ ქალაქის მერი, სადაც ჯორჯ ფლოიდი მოკლეს, მისი ცხედრის წინ მუხლზე დადგა და ატირდა

ჰიუსტონის ეკლესიაში გამართულ ცერემონიალზე ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი. მათ შორის იყო ქალაქ მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი, რომელიც ფლოიდის ცხედრის წინ მუხლზე დადგა და ატირდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდს 6 362 ადამიანი დაესწრო.

მოქალაქეების ნაწილს მაისურებზე ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლის ბოლო წუთებში წარმოთქმული სიტყვები: "ვერ ვსუნთქავ" ეწერა.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების უმეტესობას პირბადეები და ხელთათმანები ეკეთა, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ სოციალური დისტანცირების წესს იცავდა და ეკლესიაში ერთდროულად 15 ადამიანზე მეტი არ შედიოდა.