loader

"საპარტნიორო ფონდმა" რუსთავის მერიას 10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საპარტნიორო ფონდმა" რუსთავის მერიას 10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა

COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, "საპარტნიორო ფონდმა" მორიგი საქველმოქმედო აქცია რუსთავში გამართა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რუსთავის მერიას 10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა. საქველმოქმედო აქცია ამჯერად "საპარტნიორო ფონდმა" მისი საერთაშორისო პარტნიორების, ,,ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტის" , "ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიისა" და "სინძიანის ეკონომიკური ინფორმაციის მიმოცვლის ასოციაციის" მხარდაჭერით განახორციელა.

რუსთავის მერიისთვის გადაცემული პირბადეები ქალაქში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს და სხვადასხვა საჭიროების გამო მუნიციპალიტეტში მისულ მოქალაქეებს დაურიგდებათ.