loader

რა დაწერა ნოდარ მელაძემ, მას შემდეგ რაც "ტვ პირველი" ორმა ჟურნალისტმა დატოვა - "ჟურნალისტების საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგასო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაწერა ნოდარ მელაძემ, მას შემდეგ რაც "ტვ პირველი" ორმა ჟურნალისტმა დატოვა - "ჟურნალისტების საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგასო"

ნოდარ მელაძე „ტვ პირველიდან“ თანამშრომლების წასვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„2018 წელი იყო, მედია მოიცვა ახალმა ამბავმა, რადიო თავისუფლების გუნდს მენეჯმენტი სათაო ოფისიდან, აიძულებს რუსთავი 2 თან თანამშრომლობასო, ისინი უარს ამბობენ, სტანდარტები არ ემთხვევაო, მაღალი რეპუტაციის ჟურნალისტების საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგასო.

მაშინ რუსთავი 2 ში ვმუშაობდი, ვერაფრით ამოვხსენი ამ ჭიქაში ატეხილი ქარიშხლის ამბავი, დრომ მოვლენებს თავის სახელი დაარქვა. რადიო თავისუფლება ახლა ყველაზე კითხვადი გვერდია, ბევრად უფრო საინტერესო კონტენტით და ბევრად უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ძველი ხელმძღვანელი, რომელიც მაშინ ამ სტანდარტების კონფლიქტზე საუბრობდა, კომუნაკაციების მარეგულირებელი კომისიის, აკადემიის ხელმძღვანელად დანიშნეს.

არაფერი… უბრალოდ გამახსენდა…“, – წერს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველი“ გუშინ 7-მა თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ.