loader

რა მეთოდებით ხოცავენ კადიროვის დაქირავებული მკვლელები ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და პუტინისთვის არასასურველ ადამიანებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მეთოდებით ხოცავენ კადიროვის დაქირავებული მკვლელები ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და პუტინისთვის არასასურველ ადამიანებს

დღეს რამზან კადიროვთან აფილირებული ქილერების სახელი არა მხოლოდ რესპუბლიკის, არამედ რუსეთის ფედერაციისა და უკვე ევროპის დონეზეც ცნობილია. ამას მრავალი პირდაპირი თუ ირიბი ფაქტი ადასტურებს.

გერმანიის ტელევიზიის "პირველმა არხმა" რამდენიმე წლის წინ ფილმიც კი აჩვენა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები შვეიცარიაში ჩეჩნეთიდან ჩასული პირი და ადგილობრივი გამომძიებლები არიან, რომლებიც შეკვეთილ მკვლელობებს იძიებენ. ფილმში თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩენია ნაჩვენები, რომელიც ჩეჩნეთის ომში იღებდა მონაწილეობას. მოსკოვი მას ტერორისტად თვლის. ჩეჩნეთის მთავრობის ლიდერი კი ამ ადამიანის მკვლელობას უკვეთავს. ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს ფიქციაა, მაგრამ რეალობა ამ კონკრეტული ფილმის სიუჟეტისგან არცთუ ისე შორსაა.

აღსანიშნავია, რომ ფილმი შვეიცარიელი ჟურნალისტის მკვლელობით იწყება, რომელიც გროზნოს სისხლიან გარჩევებს იძიებდა. ფილმის პროლოგი ცნობილი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან აჩენს ალუზიებს. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ...