loader

როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც ბიძინა კულუმბეგოვის რჩეული გახდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც ბიძინა კულუმბეგოვის რჩეული გახდება

ცნობილმა ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალ "სარკესთან" ბევრ თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი  საკითხი კი იყო მისი პირადი ცხოვრება.

გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:

- კარიერაზე ორიენტირება ხომ არ გიშლით ხელს ოჯახის შექმნაში?

- ბევრი მინახავს ისეთი, რომლებიც კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები არიან. ამიტომ საქმეს ამ კუთხით არ განვიხილავ. როცა სწორად იპოვი ბალანსს, პირიქით, ოჯახი უფრო დაგეხმარება კარიერულ წინსვლაში.

- თქვენი რჩეული შეიძლება იყოს თეთრხალათიანი თუ გაურბიხართ ამ პროფესიის ადამიანებს პირად ურთიერთობებში?

- ჩემთვის ტაბუირებული პროფესიები არ არსებობს. შეიძლება არ გინდოდეს სახლშიც სამედიცინო თემებზე საუბარი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გვერდით ექიმ ქალს ვისურვებდი ან არ ვისურვებდი.

ჩემთვის მთავარია, გვერდით მყავდეს ადამიანი, რომელიც მიზანმიმართული და წარმატებული იქნება თავის პროფესიაში. მყარი და ძლიერი უნდა იყოს. სუსტი ქალი არ მხიბლავს. ჩემი ოჯახი უნდა იდგეს განათლებასა და ერთგულებაზე. ზუსტად ვიცი, რომ სიმდიდრეზე ვერ იდგება."