loader

კადრები აეროპორტიდან, სადაც სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე მსჯავრდებულის ექსტრადიცია მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები აეროპორტიდან, სადაც სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე მსჯავრდებულის ექსტრადიცია მოხდა

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ლიპარტელიანი საქართველოშია.

ლიპარტელიანის ექსტრადიცია ჩეხეთიდან განხორციელდა. ის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებაში ქართულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და წითელი ცირკულარით იყო ძებნილი.

ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ლიპარტელიანი ჩეხმა სამართალდამცველებმა დააკავეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.

შემთხვევა გუდაურში 2016 წელს მოხდა. ლიპარტელიანი სათხილამური ტრასაზე 12 წლის გოგონას დაეჯახა, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა. კადრებს ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს.