loader

"ნაზი ჯანეზაშვილმა გუშინ აღიარა, რომ ის დანაშაულს ფარავდა" - ანა დოლიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაზი ჯანეზაშვილმა გუშინ აღიარა, რომ ის დანაშაულს ფარავდა" - ანა დოლიძე

2 წლის განმავლობაში, როდესაც უსასტიკესი თავდასხმები ხორციელდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ძალიან ბევრი მიმართავა იყო სალომე ზურაბიშვილისადმი, რამე ეთქვა "კლანის" მხრიდან განხორციელებულ ჩემს მიმართ თავდასხმაზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დუმილს არჩევდა. ამ ფონზე ახლა მისი უსწრაფესი გამოსვლა და ჩემთან დაკავშირებული საკითხის ამგვარი შეფასება, არის ლუსტრაცია იმ პროცესის, რომელიც მე თავიდანვე დავახასიათე - "ქოც-ნაცური" ალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე პოტენციური, ძლიერი ადამიანი ან შემადგენლობა, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის, - ასე აფასებს იუსტიციის უმარლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომლიც მან ანა დოლიძესთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი განმარტებით. პრეზიდენტის განცხადება ახდენს იმის ლუსტრაციას, რომ ადგილი აქვს ბინძურ პოლიტიკურ საქმეს.