loader

რას უკავშირდება კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და რამდენი ადამიანი მკურნალობს ამჟამად - ინფორმაცია მარინა ეზუგბაიასგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას უკავშირდება კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და რამდენი ადამიანი მკურნალობს ამჟამად - ინფორმაცია მარინა ეზუგბაიასგან

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5-ით გაიზარდა და 776 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.