loader

პროექტი "მაკულიტერატურა" უპრეცედენტო აქციას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროექტი "მაკულიტერატურა" უპრეცედენტო აქციას იწყებს

პროექტი "მაკულიტერატურა", რომლის ფარგლებშიც, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობამ 8823 ტონა მაკულატურა ჩააბარა და, შესაბამისად, 150 000-ზე მეტი ხე გადაარჩინა, ახალ ეკოაქციას იწყებს. 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, თითო კგ მაკულატურა იმავე ლარის ღირებულების წიგნში გადაიცვლება. 1 კგ გამოუსადეგარი ქაღალდი = 1 ლარის ღირებულების ახალ წიგნს.

აქციაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი "ნერგი ბარათი", რომლითაც "მაკულიტერატურის" მომხმარებლები სარგებლობენ. მაკულატურის წიგნებში გადაცვლა ადგილზევე, სპეციალურად გაცემული კუპონების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

პროექტის ორგანიზატორები ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ამიტომ, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ონლაინრიგში:

სარეგისტრაციო ბმული: http://www.makuliteratura.ge/index.php/gacvalemakulaturatsignebshi

წიგნების სია: http://www.makuliteratura.ge/images/doc/1kg_1larinew.pdf

აქცია ათდღიანია, 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით. სამუშაო საათები 10:00-დან 18:00 საათამდე. მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია წერეთლის 116-ში, სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზოში, ჯიხური N10.