loader

ექნება თუ არა კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც, ტელეკომპანიების მიმართ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შეძლებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექნება თუ არა კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც, ტელეკომპანიების მიმართ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შეძლებს?

ექნება თუ არა კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც, ტელეკომპანიების მიმართ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შეძლებს? ამაზე ჯერჯერობით არაერთგვაროვანი პასუხები გვაქვს.
თავად კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურმა, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვები მედიისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:
„ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.
რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით.
ამიტომ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან“.
კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორად მთავრობა სახელდება. როგორ აფასებს „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს? ამაზე პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი, გია ვოლსკი პასუხობს, რომ მედიის თავისუფლება, რაც ვხელისუფლების მონაპოვარია, არც ერთ შემთხვევაში არ შეიზღუდება.

ავტორი: ეკა აბაშიძე