loader

საპარტნიორო ფონდი, სტარტაპ-საქართველო და USAID-Zrda გამყოფი ზოლის მიმდებარედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპარტნიორო ფონდი, სტარტაპ-საქართველო და USAID-Zrda გამყოფი ზოლის მიმდებარედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ

"საპარტნიორო ფონდის", "სტარტაპ-საქართველოსა"და "USAID-Zrda"-ს მხარდაჭერით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმლის, "კომბუჩას" საწარმოს მშენებლობა იწყება. ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმლის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, "სტარტაპ-საქართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ასევე, "საპარტრნიორო ფონდის", ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს.