loader

როგორი გარემო ელოდებათ სტუდენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი გარემო ელოდებათ სტუდენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა და KIU წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.

KIU-ს კამპუსში სტუდენტებს დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ინდივიდუალური და ორადგილიანი ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.