loader

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ძიუდოისტის ადვოკატი "თეთრპერანგიანი" მამაკაცის შესახებ საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ძიუდოისტის ადვოკატი "თეთრპერანგიანი" მამაკაცის შესახებ საუბრობს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული "მერსედესის" მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ ე.წ. თეთრპერანგიანი მამაკაცის შესახებ ისაუბრა.

პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს შაქარაშვილის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს.

მოწმის თქმითვე, ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი "თეთრპერანგიან" პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.