loader

ცნობილია თარიღი, როდესაც თბილისსა და რიგას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია თარიღი, როდესაც თბილისსა და რიგას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგება

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უკვე დასრულდა მოლაპარაკებები სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია airBaltic-ს შორის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბალტიის სამი სახელმწიფო 5 ევროპული ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც საქართველოს უპირობოდ აქვს საზღვარი გახსნილი.