loader

"გლეხი იყო აღტაცებული, "ნაცმოძრაობის" დროს ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი - კილოგრამი, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გლეხი იყო აღტაცებული, "ნაცმოძრაობის" დროს ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი - კილოგრამი, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება" - ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. "ჩვენი საერთო ამოცანა, რა თქმა უნდა, არის ის, რაზეც პრემიერმა და ჩვენმა გენერალურმა მდივანმა ისაუბრა, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღმოიფხვრას სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი. "ქართული ოცნების" პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლა და წარმატება გვაქვს მიღწეული. შეიძლება კიდევ ერთხელ გავიმეოროთ რას ნიშნავს ბაზრების გახსნა თუნდაც გურჯაანელი გლეხებისთვის. მე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი რამდენიმე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული, მისი კმაყოფილება გაგვიზიარა და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი - კილოგრამი ატამი. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როდესაც გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და ბედნიერი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.