loader

"4 დღე იყო და ვერ ნახეს, ხომ?" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი დღეს ექსპერიმენტს ჩაატარებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"4 დღე იყო და ვერ ნახეს, ხომ?" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი დღეს ექსპერიმენტს ჩაატარებენ

თეთრიწყაროს ტყესთან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახი და ადვოკატი დღეს ექსპერიმენტს ჩაატარებენ. როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, დაგეგმილი ექსპერიმენტის შესახებ საგამოძიებო უწყება ინფორმირებულია.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გუშინ თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ დნმ-ის ანალიზი აუღეს. ასევე განიხილეს შემთხვევის ადგილზე დაგეგმილ ექსპერიმენტთან დაკავშირებული საკითხები.

ადვოკატის თქმით, 1 თვის მანძილზე ლოდინის რეჟიმში იყვნენ, ახლა კი საქმის არსებითი გაცნობა იწყება, ჩატარდება ბევრი ექსპერიმენტი და ყველა დეტალს დიდი ყურადღება მიექცევა.