loader

ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივ პაციენტებს აღარ მიიღებს - რაზე ვერ შეჯერდნენ თენგიზ ცერცვაძე და ეკატერინე ტიკარაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივ პაციენტებს აღარ მიიღებს - რაზე ვერ შეჯერდნენ თენგიზ ცერცვაძე და ეკატერინე ტიკარაძე?

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და ამჟამად რემონტის საკითხის მოგვარება მიმდინარეობს.
„რაც შეეხებათ კოვიდპაციენტებს, არანაირი რისკი მათ არ შეეხებათ. მკურნალობას შესაბამის კლინიკებში ვუზრუნველვყობთ. რაც შეეხება აივ-ინფექციას, კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულია სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით, რომ ის ტოვებს პროგრამას 2 თვით ადრე, რაც თენგიზ ცერცვაძეს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, დაველოდები დამატებით ინფორმაციას.
თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10%-იანი ჯარიმა, წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში“- აცხადებს მინისტრი.

თენგიზ ცერცვაძემ “პირველ არხთან“ დაადასტურა, რომ საავადმყოფო შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას აჩერებს.

ვრცლად იხილეთ AMBEBI.GE