loader

“ახლა გავიგეთ რომ მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილა“ – 29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ახლა გავიგეთ რომ მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილა“ – 29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

22 აგვისტოს, ამბროლაურის სოფელ აგარაში შემზარავი დანაშაული მოხდა. 29 წლის ვლას (ლასო) აბუთიძე, სოფელში, საკუთარი სახლთან გარდაცვლილი იპოვეს.
მალევე გავრცელდა საზარელი მკვლელობის დეტალები. ახალგაზრდა ბიჭი კოტეჯებს აქირავებდა. ერთ-ერთი კოტეჯი გოგონებზე ჰქონდა მიქირავებული, გვერდზე შენობაში კი მუშები იყვნენ, რომელბმაც მდგუმრები შეაწუხეს.
საქმის გასარკვევად ლასო აბუთიძე მარტო მივიდა. ადგილობრივების თქმით, ბიჭი სცემეს და ხელით მოგუდეს. დამნაშავეები ნასვამები იყვნენ.

ადგილობრივები “კვირის პალიტრასთან“ უცნობ დეტალებზე საუბრობენ.

“მომხდარის თვითმხილველნი გოგონები არიან და ყველაფერს იტყვიან. ამბობენ, ვკიოდით და ვწიოდით, მაგრამ ეს ადამიანები ვერ მოვაშორეთო. კივილით რომ ვერაფერს გახდნენ, თურმე შევარდნენ იმ სახლში, სადაც მუშები მუშაობდნენ, იქ ეძინა თურმე ამ მუშების უფროსს, ის პატიოსანი ადამიანია, გაუღვიძებიათ და დახმარება უთხოვიათ. გამოვარდნილა გარეთ და გაშველება სცადა, თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს. მერე ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარებია ლასოსთვის, მაგრამ ვერაფერი უშველეს... რას წარმოიდგენდა საკუთარ სახლში მკვლელები რომ დახვდებოდნენ და ასე მოუსპობდნენ სიცოცხლეს. მოგვიკლეს ბიჭი, რომელსაც სოფელში მშვიდობის მტრედს ვეძახდით.
ჰყავს მეუღლე და 5 წლის შვილი, ახლა გავიგეთ რომ მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილა.“- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები კახა აბუთიძე.