loader

“ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ“ - ლევან რატიანმა შატილის გზაზე დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა შეაფასა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ“ - ლევან რატიანმა შატილის გზაზე დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა შეაფასა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


„სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ჰემოდინამიკის პარამეტრები სტაბილური ხდება, წინა რამდენიმე საათთან შედარებით.

აღდგენილია ჰემოდინამიკა ერთ ქალბატონთან. დანარჩენ 2 პაციენტთან ჰემოდინამიკა არასტაბილურია, მაგრამ დოზა მკვეთრად არის შემცირებული დილის საათებთან განსხვავებით.

ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ ვინაიდან უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ. იმის მიუხედავად, რომ უამრავი გართულება შეიძლება წამოვიდეს ამ პაციენტებთან, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყოს რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ლევან რატიანმა.

23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.