loader

“ალბათ, შემოაკვდა ცემაში, მეზობლები ამბობდნენ, მათი გაზავება მოგვბეზრდაო“- 11 წლის მოზარდის ბებია ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ალბათ, შემოაკვდა ცემაში, მეზობლები ამბობდნენ, მათი გაზავება მოგვბეზრდაო“- 11 წლის მოზარდის ბებია ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს

თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის ბებია მამის მხრიდან ძალადობას ადასტურებს. მისი თქმით, მისი სიძე როგორც ცოლზე, ასევე ბავშვებზე ძალადობდა.

როზა კაპანაძე არ გამორიცხავს, მამას ბავშვი ცემაში შემოაკვდა და შემდეგ ხეზე ჩამოკიდა. ბებია დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

„სცემდა ჩემ შვილს, ვიდრე წავიდოდა საბერძნეთში. პოლიციამ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ წლების წინ სათანადოდ არ იმოქმედეს. მერე შვილებსაც სცემდა, გოგოები გათხოვდნენ და ეს ბიჭი დარჩა. იმ დღეს ბიძასთან იყო და ძალით წაიყვანა სახლში. ბავშვი ითხოვდა, არ გაეშვათ, რადგან ეშინოდა. ჩემს შვილს ფულს სთხოვდა და როდესაც მან უარი უთხრა, დაემუქრა, რომ შვილის ხმას ვეღარ გაიგებდა. ალბათ, შემოაკვდა ცემაში. მოვითხოვთ, უმკაცრესად დასჯას. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, რომ მათი ჩხუბი და მათი გაზავება მოგვბეზრდაო", - განაცხადა როზა კაპანაძემ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.