loader

“სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მაწევანს“- მიხეილ რამიშვილმა პროკურატურას სამი მოთხოვა წაუყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მაწევანს“- მიხეილ რამიშვილმა პროკურატურას სამი მოთხოვა წაუყენა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ კადრები გაავრცელა, თუ რა მიმართულებით გადაადგილდება სამი მანქანა, საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც “ფორმულა“ აქვეყნებს.

“გამოძიებამ მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია, რომ აღნიშნული 3 მანქანა რუსთავიდან მოდიოდა სამხედრო ბაზიდან. მათი მარშრუტი იყო შემდეგი- ისინი ყოველ დღე მიდიოდნენ შავნაბადას სამხედრო ბაზაზე და გარკვეული დროის შემდეგ ბრუნდებოდნენ რუსთავში. მოვითხოვე, ერთი კვირის მანძილზე, როდესაც სამხედრო ბაზაზე შედიოდნენ, ყველა ეს მასალა გამოთხოვილი ყოფილიყო და ნათლად გვენახა მათი მისვლა- მოსვლის კადრები.

გასაკვირია რაში დასჭირდა პროკურატურას, რომ ეს პატარა მონაკვეთი ეჩვენებინა, თუ როგორ შედიან ბაზაზე. სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელათი პირდაპირ უკავშირდება მაწევანს. ეს არის საიდუმლო გასასვლელი, ძალიან მარტივი გზა, რომელიც პირდაპირ მაწევანში ჩადის.“

მიხეილ რამიშვილმა სამი მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც ოჯახმა პროიკურატურას წაუყენა.