loader

"აღმოაჩინე ის, რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში" - მედიატური იმერეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აღმოაჩინე ის, რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში" - მედიატური იმერეთში

"აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში" – პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიატური ამჯერად იმერეთში გამართა.

იმერეთის რეგიონის მთავარი ქალაქი ქუთაისია, უძველესი სატახტო ქალაქი აია. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. იმერეთის დატოვება გრანდიოზული და შთამბეჭდავი ბაგრატის ტაძრისა და გელათის მონასტრის ნახვის გარეშე არ შეიძლება.

ტაძრები, რომლებიც ქართველ მეფეთა საძვალე იყო და სადაც დაკრძალულია საქართველოს აღმაშენებელი - მეფე დავითი; მოწამეთა, გეგუთის სასახლე და მრავალი სხვა ტაძარი თუ ციხე-სიმაგრე საქართველოს ისტორიისა და კულტურული განვითარების ნათელ სურათს გვიშლიან თვალწინ.