loader

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. გამოცდები ჩააბარეს ცნობილი ადამიანების შვილებმაც.
წელს სტუდენტი გახდა დიანა ტრაპაიძის ქალიშვილი. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლის. ამის შესახებ ტელეწამყვანმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა.

სტუდენტი გახდა პიარ-მენეჯერ ხატია შამუგიას და მომღერალ გურამ ლომიძის ვაჟი, ნიკუშა ლომიძე. ნიკუშამ თსუ-ში ჩააბარა. ის უკვე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ხატია შამუგიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ემოციებს ვერ ფარავს.

აგრარული ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილი სალომე ჩიტაძე.
წელს სტუდენტი 29 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.