loader

"შენ ხომ ჯანმრთელი ბავშვიც გყავს და იმას მიხედე, ეს კიდე სადმე ცენტრში ჩააბარეო" - ნინი როსტიაშვილის საოცარი ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ ხომ ჯანმრთელი ბავშვიც გყავს და იმას მიხედე, ეს კიდე სადმე ცენტრში ჩააბარეო" - ნინი როსტიაშვილის საოცარი ისტორია

ნინი როსტიაშვილი კახეთიდანაა. 7 თვის იყო, რომ იშვიათი დაავადება - სპინალურ-კუნთოვანი ატროფია (სკა) დაუდგინდა, რაც მენინგოვირუსმა გამოიწვია. დაავადებამ გოგონას ცხოვრება მთლიანად შეცვალა, თუმცა თავიდან ყველაფერი კარგად იყო, - ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა.
ნინი დღეს უკვე 15 წლისაა და მძიმე მდგომარეობაშია, დამოუკიდებლად გადაადგილება კი არა, ადგილზე, ეტლში მჯდომს, ელემენტარული მოძრაობაც არ შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდი 18 კილოგრამს იწონის. მიუხედავად ასეთი მძიმე სიტუაციისა, შინ მშობლებს ფერმა მოაწყობინა, სადაც 300 ფრთა ბროილერის ჯიშის მეხორცული ქათამი ჰყავს. გოგონას ოცნებაა ფეხზე დადგეს, გაიაროს, თავისი ფერმა მეტად გაზარდოს და მომავალში წარმატებული ფერმერი იყოს, გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს. თუმცა ამისთვის დღეს მას მკურნალობა სჭირდება.

სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ნინის და მის მშობლებს იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო მათ დახმარებას შეძლებს და იმ სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოსვლის შემდეგ მედიკამენტს დაუფინანსებენ.

"მჯერა, რომ კარგად იქნება და ნინის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება. ჩვენთვის აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური გვერდში დგომა, რადგან მისი შეძენა ჩვენს ძალებს აღემატება", - აღნიშნავს ნინის დედა, ასმათ ათუაშვილი, რომელსაც ლამის უკვე 15 წელია, არ სძინებია, რადგანაც მთლიანად შვილის ცხოვრებით ცხოვრობს.

ავტორები: ლალი ფაცია, ანრი კურტანიძე