loader

ამ ქოთნის მცენარეს 1 წუთში შეუძლია ბავშვის მოკვლა, უფროსის - 15 წუთში! - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ ქოთნის მცენარეს 1 წუთში შეუძლია ბავშვის მოკვლა, უფროსის - 15 წუთში! - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!


იმ საფრთხეებს შორის, რომლებიც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვემუქრება, ხშირად ერთი შეხედვით სრულიად უხიფათო ნივთებიც ხვდება ხოლმე. ნებისმიერ სრულიად უმნიშვნელო დეტალსაც კი, რომელზეც არ დავფიქრებულვართ, შეუძლია საფრთხის მოტანა... 
როდესაც სახლის მცენარეებს ვამრავლებთ ან უბრალოდ ვიღაც გვჩუქნის, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ესა თუ ის მცენარე რამდენად უსაფრთხოა... დიახ, არის მცენარეები, რომლებიც ნაკლებად რეკომენდებულია იმ ოჯახებში, სადაც არიან ბავშვები ან ალერგიული ადამიანები. ამ შემთხვევაში დიფენბახიაზე გიამბობთ, რომელსაც საკმაოდ დიდი ხიფათის მოტანა შეუძლია თურმე, თუ არ ხართ კარგად გაცნობიერებული.

"კინაღამ დავკარგე ჩემი ქალიშვილი: მან ამ მცენარის სულ პაწაწინა ნაკუწი ჩაიდო პირში. იმ წამს დაუსივდა ენა და დახრჩობა დაიწყო", - ჰყვება დედა, რომელსაც საკმაო განსაცდელის გადატანა მოუწია და ახლა სხვებსაც აფრთხილებს.

როდესაც შინ ბავშვი გყავთ, აუცილებლად სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ მცენარეები. დიფენბახია საკმაოდ გავრცელებული მცენარეა და ბევრ მეყვავილეს უყვარს, თუმცა, თუ ოჯახში ბავშვია ან შინაური ცხოველი, რომელსაც შემთხვევით მასთან შეხება ან მისი ფოთლის მოწყვეტა და პირში ჩადება შეუძლია, აუცილებლად უნდა მოიშოროთ ის თავიდან. მის თითოეულ ფოთოლში ტოქსინების - კალციუმის ოქსალატის ძალიან დიდი შემცველობაა. ბავშვი ერთ წუთში შეიძლება მოკვდეს, უფროსი - 15 წუთში. 

განაგრძეთ კითხვა