loader

"ნიკის ტყვია მუცელში მოხვდა" - რა მოხდა, როცა მამაკაცს სახლთან ნიღბიანები თავს დაესხნენ, თავდასხმის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკის ტყვია მუცელში მოხვდა" - რა მოხდა, როცა მამაკაცს სახლთან ნიღბიანები თავს დაესხნენ, თავდასხმის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა

სამხრეთ აფრიკაში დობერმანის ჯიშის მამაც ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან მას შემდეგ ესროლეს, როდესაც იგი თავისი პატრონის დასაცავად ნიღბიან მძარცველებს თავს დაესხა. 58 წლის ლუდვიკ დე იაგერი ბანკში ხელფასის აღების შემდეგ მანქანით უკან ბრუნდებოდა, რა დროსაც სახლის კარებთან მას ორი მძარცველი დახვდა და იარაღს უმიზნებდა - მათთვის ფულის გადაცემას ითხოვდნენ. აღნიშნული ფაქტის დროს კი მამაკაცის ძაღლები, ნიკი და დუიველი თავდამსხმელების მოსაგერიებლად გაეშურნენ.

ნიკის, რომელსაც ტყვია მუცელში მოხვდა, 14 ნაკერის დადება დასჭირდა ჭრილობაზე - საბედნიეროდ, ტყვია ძაღლის ყველა სასიცოცხლო ორგანოს ასცდა.