loader

“კუპატა, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია“ – კიდევ ვინ იბრძოლებს პრემიერ- მინისტრობისთვის 31 ოქტომბერს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კუპატა, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია“ – კიდევ ვინ იბრძოლებს პრემიერ- მინისტრობისთვის 31 ოქტომბერს?


საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის ჩანიშნული. პოლიტიკურმა ჯგუფებმა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატები უკვე წარმოადგინეს. მათ შორის, რამდენიმეს განსაკუთრებული ყურადღება ხვდა წილად.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს.

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პრემიერ-მინისტრობა მისი მიზანი არ არის, მისი ამოცანაა, ქვეყანაში აღმშენებლობის დაწყება.

და ბოლოს... ყველა ზე ორიგინალური და მოულოდნელი კანდიდატი - კუპატა. რომელიც საზოგადოებას ანა დოლიძემ წარუდგინა. კუპატას საჯარო განცხადება არ გაუკეთებია და უცნობია, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს საზოგადოებრივ გმირს.