loader

“ახალგაზრდა გოგოს პატარა ბავშვი გადაჰყავდა გზაზე“ - რა მოხდა დიდ დიღომში ცოტა ხნის წინ, ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ახალგაზრდა გოგოს პატარა ბავშვი გადაჰყავდა გზაზე“ - რა მოხდა დიდ დიღომში ცოტა ხნის წინ, ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება


ფეისბუქ ჯგუფში “დიდი დიღომი“ ამაღელვებელი და სასიამოვნო ისტორია ვრცელდება.

“ჩემი დიდი პატივისცემა ამ ბიჭებს.
სიტუაცია იყო ასეთი, ახალგაზრდა გოგოს პატარა ბავშვი გადაჰყავდა გზაზე ორი ბუშტით, ერთი ბუშტი ხელიდან გაუვარდა ბავშვს და როგორც პატარებს სჩვევიათ დაიწყო ტირილი.
გოგო ფიზიკურად ვერ გაეკიდებოდა შუა ტრასაზე ბუშტს, თან არ წყდებოდა მანქანების ნაკადი, ამიტომ აიყვანა პატარა ხელში, გადაკვეთა გზა და ტირილ ტირილით წაიყვანა ბავშვი. ბუშტი კი მანქანების ნაკადმა ზედა გზაჯვარედინიდან ქვემოთ “2 ნაბიჯამდე“ ჩააცუნცულა. ეს ბიჭები გამოიქცნენ ბუშტის დასაჭერად 5ა კორპუსიდან “ორ ნაბიჯამდე“. აიღო ეს ბუშტი და სირბილით გაეკიდნენ იმ გოგოს, რომ მიეცათ იმ პატარა ანგელოზისთვის. აი რომ დაფიქრდე დიდი არაფერი ხო? მაგრამ მსგავსი ადამიანობა დღეს მართლა დასაფასებელია“- წერენ თვითმხილველები.