loader

"მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ" - რას წერს რუსთაველი ქალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ" - რას წერს რუსთაველი ქალი

"ინფო რუსთავის" "ფეისბუქჯგუფში" ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ მეგობრობის გამზირზე მას უცნობი მამაკაცი აედევნა და მას შემდეგ მიატოვა, როდესაც ქალი პოლიციაში დარეკვით დაემუქრა.

"მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ. დადის ქუჩაში დაბალი, მსუქანი ბიჭი, რომელიც დაგვედევნა გოგოებს, ეს უკვე მეორედ. ან მაგის პატრონმა იღონოს რამე, ან პასუხს არაფერზე ვაგებთ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ჩვენ გარდა კიდევ ორ გოგოს დაედევნა. როგორც შევამჩნიეთ, ფსიქიკური აშლილობა აქვს და ძალიან საშიშია", - წერს "ინფო რუსთავის" "ფეისბუქჯგუფში" ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია, რომ მამაკაცს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი აგრესიული არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ ნაწილს თვალთვალისა და ადევნების მაინც ეშინია. ქალები, რომლებსაც აღნიშნული მამაკაცი აედევნა, შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ.



წყარო: "ინფორუსთავი"