loader

“მააა დამეხმარე“ - თაკო ჩარკვიანი სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მააა დამეხმარე“ - თაკო ჩარკვიანი სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს


“როგორც კი გამიჭირდება ხოლმე (საერთოდ) ჯანუკის ვთხოვ ხოლმე, მააა დამეხმარე რა, ეს მხოლოდ მაშინ, როცა ჩემიანის დაკარგვის შემეშინდება, ისე დიდი “კურდღლობით” არ გამოვირჩევი ახლობლებიც და ექიმებიც დამეთანხმებიან ალბათ (მართლა ასეა) აი მოახლოებულ, ახლობლის განშორებას თუ ვგრძნობ, ბითური თაგვივით კუთხეში ავიტუზები და სულ ჯანსუღის სტრიქონები მახსენდება დედას მიუძღვნა: “შენ ნუ გგონია რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი, ნურც იმას ფიქრობ უზენაესს რამეს შევუთქვამ, მე მიჭირს შენთან განშორება თორემ სიკვდილი, სიკვდილი რაა, სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან”, ჰო საოცარი სიტყვებია მართლა..... მოკლედ ეს დღეები დრო იმდენი გაქვს ადამიანს ფიქრისთვის და ვიღაც იკითხავს სიკვდილზე ფიქრისო ??? არააა , პირიქით სიცოცხლეზე, განვლილზე შენს განვლილ ცხოვრებაზე, რა გხიბლავს , რა გენანება, რა არ გააკეთე ან რა გააკეთე, ზუსტად იცი რომ რაღაცას არ გააკეთებდი???? აბა რა გითხრათ, გეტყვით რომ ერთის შემშურებია მხოლოდ , რისი???? სიჩუმის, რატომ??? იმიტომ რომ კარგია და სასარგებლოა???? არა, რა თქმა უნდა არა, აბა მაშ რა? რა და მომგებიანიაო ერთმა მითხრა შენ არ ცხოვრობ მომგებიანადო, მართლააა ?? ვკითხე და თითქოს შემრცხვა ჩემი შეცდომის - “წამგებიანად რომ ვცხოვრობ” იმისი. ჰო ??ალბათ ! მორჩილად დავეთანხმე კეთილისმსურველს , მერე მახსოვს მთელი გზა დოლიძის ქუჩამდე ფეხით წამოვედი რუსთაველიდან და ჩემთვის ვფიქრობდი მაშინ, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ მართლა მომხვდა გულზე “ტყუილ-მართალი” თუ იმიტომ რომ თავი რომ დავუქნიე მორჩილად კეთილისმსურველს რჩევა -დატუქსვის გამო, ვერ გეტყვით, ალბათ ორივე