loader

საქართველოს უნივერსიტეტი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს - "გვინდა გაუწყოთ ძალზე სასიხარულო ამბავი..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს უნივერსიტეტი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს - "გვინდა გაუწყოთ ძალზე სასიხარულო ამბავი..."

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა გიორგი ინანაშვილმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ იუნგის სარკომა (ჩონჩხის ავთვისებიანი სიმსივნე) დაუდგინდა, დაავადება დაამარცხა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტი ავრცელებს.

"მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო!
გვინდა გაუწყოთ ძალზე სასიხარულო ამბავი...
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტს, გიორგი ინანაშვილს, რომელსაც გასული თვეების წინ დაუდგინდა იუნგის სარკომა, ჩაუტარდა ოპერაცია თურქეთში, მკურნალობის შედეგად კი ის დღეს სრულიად ჯანმრთელია!
ჩვენი გუნდის სახელით ვულოცავთ გიორგის და მის ოჯახს ამ ურთულეს ბრძოლაში გამარჯვებას და ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს.
დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ერთიანი ძალებით კი შეუძლებელი არაფერია".